საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - Palitra News

საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

2025-05-21 09:33:36+04:00

საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ემანუელ მაკრონთან საუბრისას, უკრაინის არმიის მიმართ მხარდაჭერა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და უკრაინაში იარაღის წარმოების საკითხები განიხილეს. მისივე თქმით, „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში სხვადასხვა გადაწყვეტილებების მომზადება გრძელდება, პროცესები კი - უფრო პრაქტიკული ხდება. ამავდროულად, კრემლი საფრანგეთს აკრიტიკებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, საფრანგეთი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას ხელს უწყობს და კიევის რეჟიმს დახმარებას უწევს. მარია ზახაროვამ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-17 პაკეტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ახალ შეზღუდვებს უკრაინაში სიტუაციის მოგვარებასთან საერთო არაფერი აქვს.