აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, კრემლის ლიდერმა პირობა დადო, რომ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის თაობაზე აშშ-ს პირობებს გაუგზავნის - Palitra News

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, კრემლის ლიდერმა პირობა დადო, რომ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის თაობაზე აშშ-ს პირობებს გაუგზავნის

2025-05-21 09:33:04+04:00

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, კრემლის ლიდერმა პირობა დადო, რომ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის თაობაზე აშშ-ს პირობებს გაუგზავნის. რუბიოს განმარტებით, რუსეთის მიერ წარმოდგენილი პირობები შემდგომში უფრო ფართო მოლაპარაკებების შესაძლებლობებს შექმნის. გამოცემის ცნობითვე, სახელმწიფო მდივანმა მიანიშნა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებამ, შესაძლოა, ვაშინგტონის მოსკოვთან და კიევთან საუბრის შესაძლებლობას საფრთხე შეუქმნას.