ვის წინააღმდეგ გამოიყენებს სასამართლო პატიმრობას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის მიზეზით?! - რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მათ შორის, ნიკა გვარამიასა და ზურაბ ჯაფარიძეს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ შეფარდებულ გირაოს არ გადაიხდიან. ჯაფარიძეც და გვარამიაც პატიმრობის მოლოდინში არიან. ამავდროულად, რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჯერ კიდევ ვერ აკონკრეტებს რა გადაწყვეტილებას მიიღებს გირაოს გადახდასთან დაკავშირებით. ოპოზიცია ქართულ ოცნებას ოპონენტების დევნასა და რეპრესიულ ქმედებებში ადანაშაულებს.