შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

2025-05-20 15:40:37+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორები, მობილური ტელეფონები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.