საქართველოს საჯარო სკოლების მე-12 კლასელებისთვის სწავლა დღეს, 20 მაისს, დასრულდა. 37 573-მა მეთორმეტეკლასელმა საჯარო სკოლა დაამთავრა. მოსწავლეებს დამთავრებული სასწავლო წელი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ მიულოცა. ამ ეტაპზე უცნობია, როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. რაც შეეხება პირველკლასელებს – მათი რეგისტრაცია სკოლებში 10 მარტიდან დაიწყო.