საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მაღალი გამავლობის 27 ავტოტექნიკა შეემატა. ავტომობილები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სხვადასხვა დაქვემდებარებულ დანაყოფში გადანაწილდება. უწყების ცნობით, ახალი მანქანები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მუშაობას მნიშვნელოვნად გააძლიერებს და უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას სამაშველო ღონისძიებების დროს, რთულად მისადგომ ადგილებში.