პოლონეთში მაღაზიის ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს - Palitra News

პოლონეთში მაღაზიის ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

2025-05-20 15:32:11+04:00

პოლონეთში მაღაზიის ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრალდებულებმა ქალაქ ოპოლეში მდებარე მაღაზიიდან, 1600 ევროს ღირებულების ტექნიკა, საიუველირო ნაკეთობები და საკვები მოიპარეს. პოლონური მედიის ცნობით, ორივე დაკავებულს შენგენის ზონაში 10 წლის ვადით აეკრძალა შესვლა.