საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო 78-ე ასამბლეის გახსნას დაესწრო. ღონისძიება ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა გახსნა. ტედროს ადანომ გებრეისუსმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა და ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის მიზნით ჩატარებული სამუშაოები, ასევე მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად გაწეული საქმიანობა და წარმატება აღინიშნა.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო 78-ე ასამბლეაზე ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე სიტყვითაც გამოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორთან, ჰანს კლუგესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.