საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავა - Palitra News

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავა

2025-05-20 12:41:22+04:00

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა საბაჟო გამშვები პუნქტ „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საზღვარზე გადმოიტანეს 212 000 ლარის საბაჟო ღირებულების 1200 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.