გიორგი იაკობაშვილი 2003-2012 წლებზე - „კავკასუს ონლაინის“ განადგურების მიზნით, „სილქნეტის“ და მერიის თანამშრომლები დადიოდნენ კორპუსების სახურავებზე, მერიის თანამშრომელს ეკავა ნაჯახი, „სილქნეტის” თანამშრომელი კი ეუბნებოდა: ეს არის „კავკასუსის“ კაბელი და ჩაჭერი - Palitra News

გიორგი იაკობაშვილი 2003-2012 წლებზე - „კავკასუს ონლაინის“ განადგურების მიზნით, „სილქნეტის“ და მერიის თანამშრომლები დადიოდნენ კორპუსების სახურავებზე, მერიის თანამშრომელს ეკავა ნაჯახი, „სილქნეტის” თანამშრომელი კი ეუბნებოდა: ეს არის „კავკასუსის“ კაბელი და ჩაჭერი

2025-05-20 12:36:58+04:00

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები მედიის თავისუფლების ხელყოფის მაგალითებს განიხილავენ. კომისიის წევრების შეკითხვებს უკვე უპასუხა ჟურნალისტმა, გიორგი იაკობაშვილმა. მან დეტალურად გაიხსენა მის მედიასაშუალებაზე ზეწოლის ფაქტები. ამავდროულად, პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად განიხილება, თუ რომელი პოლიტიკოსი გადაიხდის პროკურატურის მიერ დაკისრებულ გირაოს, რომელიც მათ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეეფარდა.