ღია წერილი ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიფ სთეითის გავლენების დამარცხება და დასავლეთთან ურთიერთიბის გადატვირთვისთვის მზადება - „ქართული ოცნება“ ტრამპის ადმინისტრაციის პასუხის მოლოდინშია. სამთავრობო გუნდში აცახდებენ, რომ პრემიერის ღია წერილი და ვიცე-პრემიერის შტატებში ვიზიტიც ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობას აშშ-სთან და დასავლეთთან პარტნიორობის გაღრმავება და რაც მთავარია, ურთიერთობის გადატვირთვა სურს. ხელისუფლების ოპონენეტებს ამჟამინდელი მთავრობის პირობებში, დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვა შეუძლებლად მიაჩნიათ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ აშშ-ც და ევროკავშირიც „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიის პრინციპებისა და ადამიანთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ, ხოლო პრობლემის მოგვარების მთავარ მექანიზმად ხელისუფლების ოპონენტებს კვლავ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა დაუყონებლივი გათავისუფლება ესახებათ.