პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესზე 2 დაზარალებული პოლიციელი დაკითხეს - Palitra News

პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესზე 2 დაზარალებული პოლიციელი დაკითხეს

2025-05-19 20:34:38+04:00

პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესზე 2 დაზარალებული პოლიციელი დაკითხეს. სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდნენ და დაშავებულ პოლიციელებს შეკითხვები მათაც დაუსვეს. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა, ნინო გალუსტაშვილმა ის არ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ ბრალდების მხარე აღნიშნულ საქმეში არსებულ 11-ტ დაკავებულს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. რა ხდებოდა დღევანდელ სხდომაზე, ამ თემაზე უფრო მეტს ეკა ლემონჯავა გვეტყვის.