მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - Palitra News

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

2025-05-19 12:23:04+04:00

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 33-ი მოქალაქე გააძევეს. უწყების ცნობით, მათმა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. უწყების ცნობით, მათ შორის იყვნენ ინდოეთის, თურქეთის, პაკისტანის, ჩინეთის, ირანის, რუსეთისა და თურქმენეთის მოქალაქეები.