პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმეს განიხილავენ - როგორ მიმდინარეობს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა - Palitra News

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმეს განიხილავენ - როგორ მიმდინარეობს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

2025-05-19 12:15:21+04:00

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმეს განიხილავენ. კომისიის სხდომაზე უკვე გამოიკითხა „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, დავით ლორთქიფანიძე და დღესვე უნდა გამოიკითხოს ნონა გაფრინდაშვილი. ლორთქიფანიძემ გაიხსენა ის ეპიზოდი, როდესაც დარბეული საპროტესტო აქციის შემდეგ, 27 მაისის დილას რუსთაველის გამზირზე, ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე ორი გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს. როგორ მიმდინარეობს დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელი სხდომა