სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილი საორგანიზაციო კომიტეტი 26 მაისის აღსანიშნავად, რუსთაველის გამზირზე შეკრებისთვის ემზადება - Palitra News

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილი საორგანიზაციო კომიტეტი 26 მაისის აღსანიშნავად, რუსთაველის გამზირზე შეკრებისთვის ემზადება

2025-05-19 09:34:56+04:00

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დედაქალაქი ორად გაყოფილი შეხვდება. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილი საორგანიზაციო კომიტეტი 26 მაისის აღსანიშნავად, რუსთაველის გამზირზე შეკრებისთვის ემზადება. თბილისის მასშტაბით რამდენიმე საპროტესტო მსვლელობაც დაიგეგმა. ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მონაწილეები ამ დღეს დამოუკიდებლობის გადასარჩენად შეიკრიბებიან. 26 მაისის საზეიმო ღონისძიებას უცვლელ ფორმატში, თუმცა სხვა ლოკაციაზე ჩაატარებს ქართული ოცნება. სახელისუფლებო გუნდი მხარდამჭერებთან ერთად, დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილ ღონისძიებას თავისუფლების მოედნის ნაცვლად, ალექსანდრეს ბაღისა და ორბელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს.