ბრიტანელი დეპუტატების ნაწილი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მიზეზით მოითხოვს - Palitra News

ბრიტანელი დეპუტატების ნაწილი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მიზეზით მოითხოვს

2025-05-19 09:33:37+04:00

“ქართული ოცნების” წარმომადგენლების დასანქცირების მორიგი ინიციატივა თემთა პალატაში - ბრიტანელი დეპუტატების ნაწილი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მიზეზით მოითხოვს. ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში გამართული დისკუსიის ფორმატში, ქართველი მაღალჩინოსნების სახელების გაჟღერება, ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ სანქცირებულთა სია გაიზრდება. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ბიძინა ივანიშვილისთვის ბრიტანული სანქციები ზიანის მომტანი იქნება, ვინაიდან მათი თქმით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ქონების დიდი ნაწილი დიდი ბრიტანეთის ოფშორებშია რეგისტრირებული.