ვატიკანში პაპ ლეო XIV-ის საინაუგურაციო წირვა დაიწყო - Palitra News

ვატიკანში პაპ ლეო XIV-ის საინაუგურაციო წირვა დაიწყო

2025-05-18 12:32:31+04:00

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე პაპ ლეო XIV-ის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი წირვა დაიწყო, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მანამდე, პაპი მოედანზე შეკრებილ ხალხს მიესალმა.

შეკრებილთა შორის არიან მსოფლიო ლიდერები, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ინაუგურაციას ესწრება საქართველოს დელეგაცია და მიხეილ ყაველაშვილი.

პაპ ლეო XIV-მ პირველი წირვა 8 მაისს ჩაატარა, მას შემდეგ, რაც კონკლავმა ის პაპად აირჩია და ამ წირვის დროს კათოლიკური ეკლესიის ერთიანობისა და ომის დასრულების მოწოდებით გამოვიდა.