რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 17 მაისს გამოსცა ბრძანება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობის მიღებას უმარტივებს - Palitra News

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 17 მაისს გამოსცა ბრძანება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობის მიღებას უმარტივებს

2025-05-17 20:25:22+04:00

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 17 მაისს გამოსცა ბრძანება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობის მიღებას უმარტივებს.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნის მიზნით განაცხადის შეტანისას აღარ იქნება სავალდებულო რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა.

განაცხადების გაკეთება რუსეთის მიერ აფხაზეთში გახსნილი „დიპლომატიურ წარმომადგენლობებში“ იქნება შესაძლებელი.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერები, ბადრა გუნბა და ალან 9-10 მაისს მოსკოვში იმყოფებოდნენ და პუტინს შეხვდნენ.