დიდ ბრიტანეთში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას კიდევ ერთხელ ითხოვენ - Palitra News

დიდ ბრიტანეთში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას კიდევ ერთხელ ითხოვენ

2025-05-17 20:23:35+04:00

დიდ ბრიტანეთში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას კიდევ ერთხელ ითხოვენ. თემთა პალატაში გამართულ სხდომაზე ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი რუხაძის დასანქცირება მოითხოვეს. ამასთანავე, "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების სახელები და გვარები გაისმა. აღნიშნულ საკითხზე საუბარი კალუმ მილერმა დაიწყო. კითხვა შეეხებოდა იმას, განიხილებოდა თუ არა „ქართული ოცნებისთის“ სანქციების დაჩქარებული წესით დაწესება, რაზეც ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა უპასუხა, რომ მას „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაცია ჰქონდა, რა დროსაც საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოთქვა.