ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის ინიციატივა და ერთადერთი შეთანხმება, რომელიც რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შედგა - მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ უახლოეს დღეებში კონფლიქტში მონაწილე ქვეყნები ტყვეებს 1000-1000-ზე პრინციპით გაცვლიან. ამავდროულად, ევროპა რუსეთს აქტიურად აკრიტიკებს და უკრაინის ლიდერის მსგავსად აცხადებს, რომ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულად განწყობილი არაა, რასაც მისი დელეგაციის შემადგენლობაც ადასტურებს. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის დელეგაციის შემადგენლობით უკმაყოფილო არ აღმოჩნდა.