საქართვოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აპირებს, რომ ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და ამის შესახებ პარტიაში საჯაროდ თვის ბოლოს გამოაცხადებენ - Palitra News

საქართვოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აპირებს, რომ ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და ამის შესახებ პარტიაში საჯაროდ თვის ბოლოს გამოაცხადებენ

2025-05-17 16:33:55+04:00

საქართვოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აპირებს, რომ ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და ამის შესახებ პარტიაში საჯაროდ თვის ბოლოს გამოაცხადებენ. ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას გიორგი გახარიას პოლიტიკურ გაერთიანებაში უკვე გამოეხმაურნენ. პარტიაში ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები გაუგებარია, რადგან მსგავსი გადაწტყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ აქვთ. მათივე თქმით, ამ გადაწყვეტილებაზე ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის ფარგლებს გარეთ გავლენას ვერავინ მოახდენს. ამავე დროს, სხვა ოპოზიციურ ძალებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი კვლავ ნაადრევი ჰგონიათ. ისინი ამბობენ, რომ ამ თემის მეტად გააქტიურება ახლა „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის.