სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა დასრულდა - რას ამბობენ ლიდერები და როგორ წარიმართა სამშვიდობო მოლაპარაკებების სტამბოლში? - Palitra News

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა დასრულდა - რას ამბობენ ლიდერები და როგორ წარიმართა სამშვიდობო მოლაპარაკებების სტამბოლში?

2025-05-16 20:49:26+04:00

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები თითქმის ორ საათს გაგრძელდა. შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი უძღვებოდა. მანამდე, სამმხრივი შეხვედრა უკრაინის, აშშ-სა და თურქეთის დელეგაციებს შორის გაიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. მისი თქმით, თუ რუსეთი აღნიშნულ ნაბიჯს არ გადადგამს, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ვლადიმერ პუტინი დიპლომატიისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს. რას ამბობენ ლიდერები და როგორ წარიმართა სამშვიდობო მოლაპარაკებების სტამბოლში?