სტამბოლში აშშ-ის, თურქეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა. სამმხრივი შეხვედრა უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შესაძლო პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებამდე გაიმართა. მას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, თურქეთში აშშ-ის ელჩი, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი, უკრაინის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და თურქეთის - საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ. საერთაშორისო ლიდერები მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან და აცხადებენ, რომ რუსეთის არადიპლომატიური ნაბიჯების საპირწონედ სანქციების დაწესებას გეგმავენ. პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას აანონსებს. უფრო ვრცლად როგორ მიმდინარეობს პროცესები და რას ამბობენ ლიდერები.