ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი ნიკუშა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება - Palitra News

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი ნიკუშა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება

2025-05-16 15:53:05+04:00

~ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი ნიკუშა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება. საქმის პროკურორი ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის საფრთხეებზე საუბრობდა, პოზიცია მოსამართლემაც გაიზიარა. პროცესზე ხმაურიც იყო. ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის, ნანუკა ქაჯაიას სხდომაზე დაგვიანებით შეშვებაზე უარს კაციას მხარდამჭერების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მანდატურებმა რამდენიმე პირი სასამართლო შენობიდან გაიყვანეს. დაპირისპირებისას, შეუძლოდ გახდა ნიკუშა კაციას დედა. სხდომათა დარბაზიდან ბრალდებული სასამართლოს თანამშრომლებს მიმართავდა, რომ დედამისს არ მიახლოებოდნენ. ნიკუშა კაციას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებიან. ბრალდებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და დაკავებას მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მის აქტიურ მონაწილეობას უკავშირებს.