პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძის საქმე დასკვნით ეტაპზეა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირებიდან მათე დევიძე, სავარაუდოდ, პირველი იქნება, ვის საქმეზეც სასამართლო უახლოეს დღეებში განაჩენს დააყენებს.