აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტი, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე დაკითხეს, აცხადებს, რომ ირაკლი დგებუაძის სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ დაუფიქსირებია. მზია ამაღლობელს სისხლის სამართლებრივი საქმე სწორედ დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე აღიძრა. გამოცემა ბათუელებისა და ნეთგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს გერმანიის, შვედეთისა და ესტონეთის ელჩები ესრებიან. რა ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს სამედიცინო ექსპერტმა?