მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევა და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევა და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2025-05-16 12:20:55+04:00

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევაზე მმართველი გუნდის არგუმენტები სარწმუნო არ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ქართული ოცნების გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელია. თავად ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს მთავრობისგან ითხოვს ახსნან, თუ რა არის ანტისახელმწიფოებრივი მის ქმედებაში. პოლოლიკაშვილის თქმით, ტყუილია ირაკლი კობახიძის განცხადება მესამე ვადით თანამდებობაზე არჩევის არადემოკრატიულების შესახებ. რას უკავშირებს მთავრობის გადაწყვეტილებას ზურაბ პოლოლიკაშვილი და როგორ ეხმაურებიან საკითხს პოლიტიკური მხარეები?