პაკისტანი და ინდოეთი შეთანხმდნენ, რომ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 18 მაისამდე გაახანგრძლივონ - Palitra News

პაკისტანი და ინდოეთი შეთანხმდნენ, რომ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 18 მაისამდე გაახანგრძლივონ

2025-05-16 09:27:27+04:00

პაკისტანი და ინდოეთი შეთანხმდნენ, რომ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 18 მაისამდე გაახანგრძლივონ. სენატის წინაშე გამოსვლისას პაკისტანის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ შეთანხმება 14 მაისს, ორი მხარის სამხედრო ოპერაციების გენერალურ დირექტორებს შორის ცხელი ხაზის კონტაქტის დროს მოხდა. მას შემდეგ, რაც აშშ-მა ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია, პაკისტანის სამხედრო ოპერაციების გენერალურმა დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კაშიფ აბდულამ და მისმა ინდოელმა კოლეგამ, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ცხელი ხაზის მეშვეობით 10 მაისს გამართეს. მხარეებს შორის დიალოგის შედეგად, ცეცხლის შეწყვეტა თავდაპირველად – 12 მაისამდე, შემდეგ კი 14 მაისამდე გახანგრძლივდა.