რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსამართლეები იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან მიმართებით, რომლებიც გირაოს გადახდას არ აპირებენ?! თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ შეფართებული გირაოს პატიმრობით შეცვლის ფაქტი ოპოზიციისთვის იმის მანიშნებელია, რომ მმართველი პარტია რეპრესიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ ოქრუაშვილის მსგავსად, პატიმრობა იმ ოპოზიციონერ ლიდერებსაც შეეფარდოთ, რომლებმაც საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდაზე უარი განაცხადეს.