როგორ ხსნიან „ქართული ოცნებაში“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილებას? - უმრავლესობაში ამბობენ, რომ ამ პოზიციაზე პოლოლიკაშვილის მესამედ წარდგენა დემოკრატიულად ვერ ჩაითვლებოდა. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებას ანტისახელმწიფოებრივად აფასებენ ოპოზიციაში. თავად პოლოლიკაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არ ყოფილა. რას უკავშირებენ მხარეები პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნას?