რევაზ კიკნაძე - ხელი არავის წაგიცდეთ და გირაო არავინ გადაიხადოთ, ეს ნიშნავს ღალატს და თანამებრძოლის მიტოვებას - ჩვენც შეგვეძლო რაღაცებზე ხელი მოგვეწერა, მაგრამ არ ვიკადრეთ და არც ვიკადრებთ, თქვენც ნუ იკადრებთ, ბრძოლას ნუ ჩაეხსნებით - Palitra News

რევაზ კიკნაძე - ხელი არავის წაგიცდეთ და გირაო არავინ გადაიხადოთ, ეს ნიშნავს ღალატს და თანამებრძოლის მიტოვებას - ჩვენც შეგვეძლო რაღაცებზე ხელი მოგვეწერა, მაგრამ არ ვიკადრეთ და არც ვიკადრებთ, თქვენც ნუ იკადრებთ, ბრძოლას ნუ ჩაეხსნებით

2025-05-15 15:48:59+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ პოლიციელებს უსმენენ. პროცესზე პროკურატურას 7 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, ამ ეპიზოდზე საერთო ჯამში 40 პოლიციელია დაზარალებული.