სალომე ზურაბიშვილი - დაიწყო ახალი ტალღა, რომელიც პოლიტიკოსებს ეხებათ, დროებითი საგამოძიებო კომისია სწორედ ამისთვის შეიქმნა, რომ საშუალება მიეცეთ, პოლიტიკოსები დააჯარიმონ ან დაიჭირონ - ეს რეპრესიების ფორმაა - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - დაიწყო ახალი ტალღა, რომელიც პოლიტიკოსებს ეხებათ, დროებითი საგამოძიებო კომისია სწორედ ამისთვის შეიქმნა, რომ საშუალება მიეცეთ, პოლიტიკოსები დააჯარიმონ ან დაიჭირონ - ეს რეპრესიების ფორმაა

2025-05-15 15:45:40+04:00

სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ყოფილი მაღალჩინოსანი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. „ქართული ოცნების“ ოპონენტების შეფასებით, მომხდარი სახიფათო პრეცენდენტია. მათი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება. ოპოზიციაში დაკავებულთა სიის გაზრდას არ გამორიცხავენ. საქმე ეხება ოქრუაშილის მიერ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარს.