ამ წლის მონაცემებით ტურიზმიდან შემოსავლები არ გაზრდილა - Palitra News

ამ წლის მონაცემებით ტურიზმიდან შემოსავლები არ გაზრდილა

2025-05-15 14:08:36+04:00

ამ წლის მონაცემებით ტურიზმიდან შემოსავლები არ გაზრდილა. ასეთია საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის შეფასება, რომლის კვლევის თანახმად მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავალი იგივე ნიშნულზეა. ორგანიზაციის მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის აპრილში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა მხოლოდ 300 მლნ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აპრილში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 1.1 მლრდ დოლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ უცვლელი დარჩა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. Galt & Taggart-ის შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს 4.5 მლრდ დოლარს მიაღწევს