ევროპელი დიპლომატები საქართველოს ხელისუფლებას ევროპული კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებენ - რას აცხადებენ მმართველ პარტიაში - Palitra News

ევროპელი დიპლომატები საქართველოს ხელისუფლებას ევროპული კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებენ - რას აცხადებენ მმართველ პარტიაში

2025-05-15 12:43:36+04:00

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებიდან 18 თვის შემდეგ ევროპელი დიპლომატები საქართველოს ხელისუფლებას ევროპული კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებენ. ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ქართული ოცნების მიმართ კრიტიკა არ დაუმალავთ, აღინიშნა, რომ საქართველოში არსებული ვითარება შემაშფოთებელია და მოვლენები ბოლო თვეების განმავლობაში კარგი მიმართულებით არ განვითარებულა.