ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა - Palitra News

ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

2025-05-15 11:05:53+04:00

ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„ირაკლი ხმალაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.