აშშ-ის პრეზიდენტი სირიელ კოლეგას ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოუწოდებს - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტი სირიელ კოლეგას ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოუწოდებს

2025-05-15 09:50:59+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი სირიელ კოლეგას ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მოუწოდებს. - დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ სირია არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინსა და მაროკოს შეუერთდება, რომლებმაც ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება “აბრაამის შეთანხმებების“ ფარგლებში შეძლეს. აღნიშნული შეთანხმება ქვეყნებს შორის 2020 წელს აშშ-ს შუამავლობით დაიდო. ამერიკის ლიდერმა სირიის პრეზიდენტთან შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა და განმარტა, რომ სირიას მიმდინარე ვითარებაზე სრული კონტროლის შესაძლებლობა აქვს.