სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტი - Palitra News

სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტი

2025-05-15 09:50:27+04:00

სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტი, - ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინა შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვას მას შემდეგ დაიწყებს, რაც რუსეთის ფედერაცია დაადასტურებს, რომ მოლაპარაკებებს აგრესორი ქვეყნის ლიდერი არ დაესწრება. ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ მოიხსენია და განმარტა, რომ აშშ-ის ლიდერი თურქეთში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პირდაპირი მოლაპარაკებების შეთავაზებაზე პუტინისგან თანხმობას ელოდება, ის უკრაინის დაბომბვას აგრძელებს.