ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩავიდა. რუბიო ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება, რომელიც 14-16 მაისს შედგება და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას განიხილავს. სავარაუდოა, რომ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად დაესწრება.