თურქეთში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრასთან დაკავშირებით კრემლის პრესსამსახურმა რუსეთის დელეგაციის წევრების ვინაობა წარადგინა, სადაც თავად ვლადიმერ პუტინი ნახსენები არ არის - Palitra News

თურქეთში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრასთან დაკავშირებით კრემლის პრესსამსახურმა რუსეთის დელეგაციის წევრების ვინაობა წარადგინა, სადაც თავად ვლადიმერ პუტინი ნახსენები არ არის

2025-05-15 09:48:54+04:00

თურქეთში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრასთან დაკავშირებით კრემლის პრესსამსახურმა რუსეთის დელეგაციის წევრების ვინაობა წარადგინა, სადაც თავად ვლადიმერ პუტინი ნახსენები არ არის. დელეგაციის მეთაურად პუტინის თანაშემწეა დანიშნული.დელეგაციაში ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე შედიან. დოკუმენტში ასევე მოლაპარაკებებისთვის ექსპერტთა ჯგუფის წევრების ვინაობაა დასახელებული. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით უცხოური მედია აქტიურად წერს, რომ შეხვედრას აგრესორი ქვეყნის ლიდერი არ დაესწრება. თავის მხრივ უკრაინას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და დიპლომატიურ საკითხებში ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი წარმოადგენენ.