ზურაბ პოლოლიკაშვილი, - რომლის კანდიდატურა ქართულმა ოცნებამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან მოხსნა - საკითხზე პირველ კომენდატრს აკეთებს. პოლოლიკაშვილი განცხადებაში წერს, რომ ირაკლი კობახიძისგან განმარტებებს ელოდება და იქვე დასძენს, რომ სამი კვირაა მცდელობის მიუხედავად მთავრობის მეთაურთან კომუნიკაცია ვერ შედგა. პოლოლიკაშვილი უარყოფს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის მოხსნა მისი სურვილი იყო ან მასთან იყო შეთანხმებული. მომხდარს ეხმაურებიან პოლიტიკოსები საქართველოში.