პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესზე დაზარალებული პოლიტიელები იკითხებიან. სამართალდამცველებმა გაიხსენეს, თუ რა ვითარება იყო 28 ნოემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე და როგორ მიიღეს სხეულის დაზიანება. მათი თქმით, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე ნივთს, მათ შორის, სილიან ბოთლებსა და ქვებს ისროდნენ. კითხვაზე, შეეძლოთ თუ არა დაეკონკრეტებინათ და ამოეცნოთ პირები, რომელმაც მათ დაზიანება მიაყენეს, პოლიციელებმა უარყოფითი პასუხი გასცეს.