„ქართული ოცნების“ მოსაზრებით, საქართველოსა დააშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას დიფ სთეითის გავლენები აბრკოლებს - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

„ქართული ოცნების“ მოსაზრებით, საქართველოსა დააშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას დიფ სთეითის გავლენები აბრკოლებს - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2025-05-14 15:29:44+04:00

„ქართული ოცნების“ მოსაზრებით, საქართველოსა დააშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას დიფ სთეითის გავლენები აბრკოლებს. ღია წერილში, რომლის ადრესატები დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი არიან, საქართველოს მთავრობის მეთაურმა პოზიტიური მოლოდინი გამოთქვა, რომ შტატებსა და საქართველოს შორის კომუნიკაცია უახლოეს მომავალში აღდგება. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია. ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ურთიერთობების გადატვრითვის ერთადერთი გზა მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებაა.