საქართველოს მასშტაბით, 100-ზე მეტ საჯარო სკოლაში მედიაპროექტი „გაკვეთილი აფხაზეთი“ მიმდინარეობს - Palitra News

საქართველოს მასშტაბით, 100-ზე მეტ საჯარო სკოლაში მედიაპროექტი „გაკვეთილი აფხაზეთი“ მიმდინარეობს

2025-05-14 12:41:42+04:00

საქართველოს მასშტაბით, 100-ზე მეტ საჯარო სკოლაში მედიაპროექტი „გაკვეთილი აფხაზეთი“ მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს, მომავალ თაობაში ისტორიული მეხსიერების გაძლიერებასა და აფხაზეთის მნიშვნელობის გაცნობიერებას. ინიციატივის ფარგლებში, დაგეგმილია 5 000-მდე მოსწავლისთვის სპეციალურად ადაპტირებული ვიდეომასალის ჩვენება, რომელიც აფხაზეთის ისტორიულ განვითარებას; 1992-1993 წლის შეიარაღებული კონფლიქტის მნიშვნელოვან ეპიზოდებს; ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურობას; კონფლიქტთან დაკავშირებული გმირების ისტორიებს ეძღვნება.