როგორ აფასებს მმართველი გუნდი „MEGOBAR აქტს“ - Palitra News

როგორ აფასებს მმართველი გუნდი „MEGOBAR აქტს“

2025-05-14 12:32:53+04:00

მმართველი გუნდის პასუხი მეგობარი აქტზე - საქართველოს პარლამენტი დოკუმენტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას მიიღებს. ,,ქართული ოცნების’’ სურვილია, არგუმენტებზე დაყრდნობით, საქართველოსთან დაკავშირებით, დოკუმენტში გამოთქმული შეხედულებები გააბათილოს. მმართველ გუნდში მეგობარი აქტს, მტრულ დოკუმენტს უწოდებენ, მასში გაკეთებულ ჩანაწერებს კი - აბსურდულს. პარლამენტის განცხადებაზე მომხსენებელი შალვა პაპუაშვილი იქნება, განხილვა კი დღევანდელ სესიაზე უნდა შედგეს. რა ჩაიწერება საქართველოს პარლამენტის სპეციალურ განცხადებაში და როგორ პასუხობენ მმართველი გუნდის ინიციატივას, ხელისუფლების ოპონენტები?!