თვითმხილველების ინფორმაციით, მტკვარში 25 წლამდე ასაკის სამ ახალგაზრდას ეძებენ, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მდინარეში გადავარდნილ მანქანაში იმყოფებოდნენ - Palitra News

თვითმხილველების ინფორმაციით, მტკვარში 25 წლამდე ასაკის სამ ახალგაზრდას ეძებენ, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მდინარეში გადავარდნილ მანქანაში იმყოფებოდნენ

2025-05-14 12:32:35+04:00

თვითმხილველების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები მტკვარში 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ეძებენ, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მდინარეში გადავარდნილ ავტომობილში იმყოფებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, მანქანაში თავდაპირველად 4 პირი იმყოფებოდა, საიდანაც მაშველებმა 1 პირის გამოყვანა შეძლეს.

„ვისაც ეძებენ, სამივე 20-დან 25 წლამდე ასაკის არის. ორი გადმოხტა და ერთის გადარჩენა შეძლეს, მეორე წყალმა წაიღო”, - აღნიშნავენ თვითმხილველები.

მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე შეამცირეს ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან, ამიტომ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.