პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა - რა პოზიცია აქვთ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა - რა პოზიცია აქვთ პოლიტიკურ სპექტრში

2025-05-14 12:31:22+04:00

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. მმართველ გუნდის განცხადებით, ცვლილებების საჭიროება არსებული კანონის მოძველებულმა ნორმებმა განაპირობა, რომლებიც მათი თქმით, თანამედროვე გამოწვევებს ვერ პასუხობს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება კანონის ახლებურ ვერსიას, განსხვავებული აზრის მქონე დიპლომატიური თანამდებობის პირების სამსახურიდან გასათავისუფლებლად გამოიყენებს. ვის რა პოზიცია აქვს საკითხზე?!