საქართველოს პარლამენტში, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ყოველწლიური ანგარიშით გამოვა. შალვა პაპუაშვილი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას რამდენიმე წუთში წარადგენს. ამ მიზეზით, დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. უახლოეს მომავალში, ახალი რეგლამენტის პროექტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში პარლამენტის სამოქმედო გეგმის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნება.