26 მაისს, თბილისში, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) წევრები ჩამოვლენ - Palitra News

26 მაისს, თბილისში, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) წევრები ჩამოვლენ

2025-05-14 10:15:48+04:00

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) წევრები 26 მაისს თბილისში ჩამოვლენ. შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა გავრცელებული.

დოკუმენტის მიხედვით, ქვეკომიტეტის წევრები შეხვედრებს 19-20 მაისს ჟენევაში, 26 მაისს საქართველოში, 21 ივლისს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 15 სექტემბერს ბანგლადეშში, 27 ოქტომბერს კი თურქეთში გამართავენ.