უკრაინამ აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროცედურები დაასრულა - Palitra News

უკრაინამ აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროცედურები დაასრულა

2025-05-14 09:27:32+04:00

უკრაინამ აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროცედურები დაასრულა. უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდის შექმნის გზაზე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შედგა. მისივე თქმით, პროცესის დასრულების დამადასტურებელი ინფორმაცია აშშ-ს უკვე გადაეცა. ვიცე-პრემიერის განმარტებითვე, შეთანხმებები თანასწორი, მომავალზე ორიენტირებული, უკრაინის ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისი და ისე სტრუქტურირებულია, რომ ინვესტიციები მხოლოდ უკრაინის აღდგენისკენ იყოს მიმართული.