გაფართოვდება თუ არა სანქცირებულთა სია?! - ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ესტონეთის შემდეგ, შეზღუდვებს არამხოლოდ ლატვია, არამედ, ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებიც დააწესებენ. მმართველი გუნდის ოპონენტების აზრით, ეს პროცესი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნება. როგორც ცნობილია, დიპლომატიური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის აკრძალვას ლატვიაც აპირებს.